მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა - ვლადიმერ პუტინი
04/07/2024
12:15
მსოფლიო
A-
+A
მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დღევანდელ პირობებში, როდესაც მსოფლიოში სწრაფი და შეუქცევადი ცვლილებები ხდება, საერთაშორისო საქმეებში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის აქტიური პოზიცია ნამდვილად მოთხოვნადია. მულტიპოლარული სამყარო რეალობად იქცა“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინმა აღნიშნა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და BRICS-ი ახალი მსოფლიო წესრიგის მთავარ საყრდენებს წარმოადგენენ.
„სწორედ ეს გაერთიანებები წარმოადგენენ გლობალური განვითარებისა და ჭეშმარიტი მულტიპოლარულობის ჩამოყალიბების მამოძრავებელ ძალებს“, - აღნიშნა პუტინმა.
0
0
64
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%