
ხალხის დემოკრატიულ მანდატს მწამებლები, თაღლითები ვერასოდეს მიიღებენ. ამიტომ, ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „გარედან მართული ძალები ყველანაირი ფლანგიდან ცდილობენ, რამენაირად ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება“.
„შედეგი რა იქნება, ჩვენ ვიცით. დამხობაზე რომ ლაპარაკობენ, ეს ერთი უბედურებაა, რადგან ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში სხვანაირად ვერ მოვლენ. ხალხის დემოკრატიულ მანდატს მწამებლები, თაღლითები ვერასოდეს მიიღებენ. ამიტომ, ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან. „ევროპის სახალხო პაეტიის“ წევრია, ვინც საქართველოში გადატრიალებაზე საუბრობს. ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რასაც გააკეთებენ, ზეპირად ვიცით. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ვინც მათ არ ეთანხმება, კედელთან მიაყენებენ. როგორც ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა განაცხადა, შუბლში ტყვიას დაახლიან. ეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ადამიანმა თქვა და პაველ ჰერჩინსკიმ არც კი იკადრა, რომ ეს განცხადება დაეგმო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0