10/11/2024
21:32
საზოგადოება
აქციის მონაწილეებთან, რომელთაც მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, სამართალდამცველები გამოჩნდნენ.
პოლიციამ დემონსტრანტებს საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
სამართალდამცველების განმარტებით, აქციაზე ადამიანების ის რაოდენობა არ არის შეკრებილი, რომ მათ გზა გადაკეტონ და საგზაო მოძრაობა შეაფერხონ.
სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ ეს არის გაფრთხილება და მოხდება ყველა იმ ადამიანს იდენტიფიცირება, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობდა და გზა გადაკეტა.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ , რომ არ აპირებენ დაშლას, მათი განმარტებით, ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედება და ახლა უფრო მეტი სტიმული აქვთ, რომ საპროტესტო აქციები უახლოეს დღეებშიც გაგრძელდეს.
როგორც ადგილიდან „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე სამართალდამცველთა საკმაოდ დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეები მსვლელობის ევროპის მოედნისკენ გაგრძელებას გეგმავენ.
0
0