15/01/2025
10:31
სამართალი
„გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ადგილზე, სადაც გიორგი გახარიას თავს დაესხნენ, პერიმეტრი განზრახ არ იყო დაცული, პოლიცია კი დაგვიანებით მივიდა და „ამის მტკიცებულება არსებობს“.
როგორც მეზვრიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება.
„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს.
ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.
მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ, რომ არ გაუნადგურებიათ“,- წერს მეზვრიშვილი.
გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ.
თავდასხმა წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გდაიყვანეს.
გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო - შსს
0
0