
მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრადის ოლქი, დნიპროპეტროვსკის ოლქი, ოდესის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ზაპორიჟჟია, ლვოვის ოლქი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქი, ჟიტომირის ოლქი, ვინიცის ოლქი. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, საცხოვრებელ შენობებზე. სამწუხაროდ არის მსხვერპლი და გარდაცვლილი. ვუსამძიმრებ ოჯახს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი „ტელეგრამის არხზე“ წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ყველა სერვისი მუშაობს. მიმდინარეობს ენერგოსისტემის აღდგენა. შეზღუდვები დაწესდა ყველა რეგიონში.
„მტერმა 81 რაკეტა გამოუშვა, ისევ ცდილობდა უკრაინელების დაშინებას, დაუბრუნდა თავიანთ საცოდავ ტაქტიკას. ოკუპანტებს მხოლოდ მშვიდობიანი ადამიანების დატერორება შეუძლიათ. ეს არის ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. ისინი აგებენ პასუხს ყველაფერზე, რაც გააკეთეს.
მადლობას ვუხდით ჩვენი ცის მცველებს და ყველას, ვინც გვეხმარება ოკუპანტების მზაკვრული თავდასხმების შედეგების დაძლევაში!“ - წერს ზელენსკი.
0
0