
"ამაზე ვიძახი ზუსტად. ჩვენ ვაიძულეთ ცბიერი და ცრუ "პარტნიორი" თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარიყო. ჩვენ დღეს ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ მათ მზაკვრულ ჩანაფიქრებს. რა სასიამოვნოა სიცრუის მოსმენა, როდესაც ფლობ სიმართლეს". - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
„ამაზე ვიძახი ზუსტად. ჩვენ ვაიძულეთ ცბიერი და ცრუ "პარტნიორი" თავის მართლების პოზიციაში ჩამდგარიყო. ჩვენ დღეს ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ მათ მზაკვრულ ჩანაფიქრებს. რა სასიამოვნოა სიცრუის მოსმენა, როდესაც ფლობ სიმართლეს. მთელმა საქართველომ მოისმინა რა ტიპის „ხელშეწყობას“ უწყობს ხელს USAİD-ი საქართველოს ახალგაზრდებში. ეს მათ "არა აქვთ არაფერი დასაკარგი", ეს მათ განიხილავენ "სახარჯ მასალად", ეს მათ ასწავლიან პოლონეთის ტყეებში, თუ როგორ მზადდება "მოლოტოვის" კოქტეილი, თუ როგორ უნდა დაესხა თავს პოლიციელს, „საკუთარი ქვეყნის განვითარების“ მიზნით. მათთვის ქართველი ახალგაზრდა არის მორიგი ვიეტნამელი, ერაყელი თუ სირიელი ბავშვი სულ ერთია, ცოცხალი თუ განადგურებული თავის გეოპოლიტიკურ თამაშებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რა წვლილი შეატანინეს ამ ბავშვებს საკუთარ "ნათელ მომავალში". საქართველოს ვერ გადააქცევენ მორიგ პოლიგონად - ეს არის გამორიცხული!“, - წერს ქართველიშვილი.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.
0
0