05/10/2021
13:31
საზოგადოება
ლია კრიალაშვილი ითხოვს ხელისუფლებისგან, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ძმის მკვლელობისთვისაც გასამართლდეს.
„რაც ეს მაწანწალა დაიჭირეს, გიას სახელს არავინ ახსენებს, მხოლოდ გელაშვილის ცემის ფაქტს ახსენებენ; არადა, მიშას უშუალო ბრძანებით და მითითებით ჩაცხრილეს ჩემი ძმა; მიშას პირველი სიტყვები იყო, მიწიდან ამოიღეთ კრიალაშვილიო. ვითხოვ ხელისუფლებისგან ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებას ჩემი ძმის მკვლელობისთვისაც. მივესალმები მის დაჭერას და ციხეში ყოფნას. მთელი საქართველო გამოვალთ გარეთ, თუ ის სასჯელს არ მოიხდის, ექვსი წელი მიშასთვის არაფერი არ არის; ვანოც იყო დაკავებული და გაათავისუფლეს. ჩემი ძმის საქმეზე ვანო არ იყო დაკავებული და არც მიშას ასამართლებენ ამის გამო, როგორც ვხედავ. ჩემი ძმა იმიტომ გახდა სამიზნე, რომ არასოდეს ეგუებოდა უსამართლობას. რაც ეს მაწანწალა დაიჭირეს, გიას სახელს არავინ ახსენებს. ძალიან ბევრი დანაშაული მოხდა ამ ბოლო წლებში და მელიას გარდა, არავინ დაუსჯიათ. მიშა რატომ არ ჩაცხრილეს სახლში, ჩემი ძმა ხომ ქუჩაში ჩაცხრილეს“, – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.
0
0