27/04/2023
13:24
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.
როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ამიტომაა, რომ ყველა მიმართულებით, მცდელობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისა და ცრუ-მოლოდინების შექმნის, რათა სტატუსზე უარის საფუძველი შექმნან.
„აჰა, მეტი რაღა უნდა თქვან? მთელი ეს ისტერია, რაც ოპოზიციას აქვს ატეხილი, ეძღვნება ერთადერთ მიზანს - საქართველომ არ მიიღოს სტატუსი, რაც ავტომატურად გამოყენებულ იქნება დესტაბილიზაციისათვის. ამიტომაა, რომ ყველა მიმართულებით, მცდელობაა სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისა და ცრუ-მოლოდინების შექმნის, რათა სტატუსზე უარის საფუძველი შექმნან. მოსამართლეების დასანქცირება და კანონპროექტის რუსულად „მონათვლაც“ ამ სერიიდანაა! დიახ, ამ სტრატეგიაში ჩართულია ყველა ქართველი რადიკალი და საერთაშორისო აქტორები დაწყებული ამერიკის ელჩით, გაგრძელებული ფოტიგა-კუბილიუსებითა და დასრულებული გლობალური ომის პარტიის ექსპერტებით. საქართველოსგან უნდა შექმნან, არასანდო პარტნიორი, დისკრედიტირებული ხელისუფალითა და უპერსპექტივო საზოგადოებით. ეს მისცემს საბაბს ოფიციალურ ევროკავშირს, რომ საქართველოს უარი უთხრას კანდიდატის სტატუსზე,“ - წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.
0
0