12/04/2023
23:41
პოლიტიკა
„დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობენ და ისტერიკა რომ აქვთ, მე მაინტერესებს ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ამით ეშველება კორუფციულ სასამართლოს? ამით გელათს ეშველება? რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება ეშველება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
„მარტივი ჭეშმარიტება მინდა ხალხს ვუთხრა. საქართველოში ე.წ. ქოლ ცენტრები არსებობს და ამის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი მეც ვიყავი. მე კონკრეტულ მისამართებზე ვარ მისული, სადაც სამართალდამცველებს ვიძახებდი და რეაგირება არ ჰქონდათ.
პარლამენტის ტრიბუნიდან კონკრეტული მისამართები და მფარველები დავასახელე. ამის შემდეგ გერმანელი პროკურორები ჩამოვიდნენ საქართველოში და რამდენიმე ცენტრი თვალთმაქცურად დახურეს. ამის მიუხედავად დღესაც მუშაობს ქოლ ცენტრები“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე გამორიცხავს თუ არა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის ჩართულობას? ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კეზერაშვილი თავის თავს მიხედავს.
„მარტივი რამე უნდა ვთქვა, დავით კეზერაშვილი თავის საქმეს მიხედავს. თუ გამოძიება დაიწყება, კეზერაშვილი დარწმუნებული ვარ თავისი ადვოკატებით თავის თავს აუცილებლად მიხედავს. დავით კეზერაშვილზე ლაპარაკობენ და ისტერიკა რომ აქვთ, მე მაინტერესებს ამით ეშველება საქართველოს კანდიდატის სტატუსს? ამით ეშველება კორუფციულ სასამართლოს? ამით გელათს ეშველება? რიკოთის უღელტეხილზე უბედურება რომ ხდება ეშველება.
დავით კეზერაშვილზე რომ ვლაპარაკობთ, მთელი დღე რომ დავკარგეთ კეზერაშვილზე ანუ კეზერაშვილი ჭამოს ხალხმა? მართლა მაინტერესებს. მე მიმაჩნია რომ ეს არის კონკრეტული თემიდან ყურადღების გადატანა?“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
0
0