მთელი ჩემი ანალიზით ვამბობ, კოალიციური მთავრობა იმიტომ გავაკეთეთ, რომ სააკაშვილი ყველას პრეზიდენტად არის აღქმული, არა? გაუმარჯოს მთლიან საქართველოს! - თაკო ჩარკვიანი
A-
+A

„მე მიმაჩნია, რომ დაღლამდე, უძილობამდე, 30 ოქტომბრის ჩათვლით, ნუ დაველოდებით. უბედურებასთან გვაქვს საქმე, მგონი კარგად მაინც ვერ იცით, ვინ არის. 30-ში მოიტაცებს ჩვენს ქვეყანას, თავის აგარაკად აქცევს და მერე ამ პრეზიდენტს, თუ მოვახერხეთ, უკრაინა წაიყვანს და თავმოჭრილები, თავმოხერხილები დავრჩებით, ან არადა, საქართველოსთან ერთად ამოალპობს ციხეში.
მთელი ჩემი ანალიზით ვამბობ, რა რესურსიც მაქვს, 30 რიცხვამდე პერმანენტული, ყოველდღიური, პატარა, დიდი მზადება ერთი ნაციონალური, დიდი ეროვნული მოძრაობისთვის. იმ მოძრაობას წინ გაუძღვება მისი პარტია, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობით, მაგრამ მანამდე ვაკონტროლოთ თითოეული ფრაზა ერთმანეთის მიმართ, ტყვია მიზანში სასროლი მხოლოდ საქართველოს მტრისთვის არის, ერთმანეთისთვის არ არის. გავაანალიზოთ ახლა, როგორ გამოგვყავს 30-მდე ის კაცი ციხიდან. „ნაციონალური მოძრაობა“ მისი პარტიაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი თუ არის მხოლოდ, დაღუპულა საქართველო. მე მგონია, კოალიციური მთავრობა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ყველას პრეზიდენტად არის აღქმული, არა? გაუმარჯოს მთლიან საქართველოს” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0
122318
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%