-share.jpg)
მთავრობის სტარტკომი ერთ-ერთ მედიასაშუალებაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად ღრაიბაშვილს კონკრეტულ კერძო პროექტში ბიზნესინტერესები აქვს.
როგორც სტარტკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს:
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ფეიკნიუსს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას.
აღნიშნულმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ცრუ და სრულიად დაუსაბუთებელი ინფორმაცია, თითქოსდა ირაკლი ღარიბაშვილს აქვს ბიზნესინტერესები კონკრეტულ კერძო პროექტში.
ეს არის აბსურდული, უსაფუძვლო, ვარაუდებზე დაფუძნებული ბრალდებები, რომლებიც დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნულ კამპანიას პარტიული ტელევიზიები სხვადასხვა ფეიკნიუსის გავრცელებით ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებენ, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობას წარმოადგენს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
0
0