29/07/2026
20:15

"საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია დმუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.
"როგორც მოგეხსენებათ, მამუკა მდინარაძემ რამდენიმე თვის წინ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა, მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო მინისტრის თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0