06/04/2023
16:46
პოლიტიკა
ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამბობს, რომ შეშფოთებულია სახალხო დამცველის კონსილიუმის ბოლო ანგარიშით. მისი თქმით, ყველა პატიმარი, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტი იმსახურებს იმ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნვის მიღებას, რაც მას სჭირდება.
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ძალიან შეშფოთებული ვარ სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშით, რომელიც აღნიშნავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ არა მხოლოდ ამერიკაში, ამაზე საუბრობენ ჩვენი ვიზიტორები კონგრესიდან, იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმარი, და განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტი, იმსახურებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ ზრუნავს, რაც მას სჭირდება და ეს ანაგრიში აჩვენებს, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს დამატებითი ზომები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აღარ გაუარესდება და ნაცვლად იგი დაიწყებს გამოკეთებას და ძალების მოკრებას", - თქვა კელი დეგნანმა.
0
0