06/02/2023
14:35
ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში დაგეგმილ მსხილ პროექტებზე ისაუბრა.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს თბილისის აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ ვმუშაობთ აქტიურად ახლა აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის მოდერნიზება და გაფართოება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0