18/04/2022
11:33
პოლიტიკა
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა განმარტა, რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა.
„პროგრამის დამტკიცების მნიშვნელოვანი ამოცანაა, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური ხელშეწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდია განისაზღვრება 1 ჰექტარზე 300 ლარით. ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25-მდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარებს დაერიცხებათ სპეციალურ აგრობარათზე აღნიშნული დახმარება ქულების სახით და მათ შეეძლებათ გამოიყენონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად. ეს შეეხება დაახლოებით 300000-მდე ფერმერს. პროექტის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0