
მთავრობა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მიღწეული წარმატებისთვის სამ მილიონ ლარს გამოუყოფს, ასევე ყოველი მირწეული წარმატებისთვის დამატებთ გამოიყოდა სამი მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კალათბურთელებს ისტორიული წარმატება მიულოცა.
„მინდა, მივულოცო კალათბურთელებს. გვაქვს ისტორიული შედეგი და გვინდა, ეს შედეგი აღვნიშნოთ მთავრობის მხრიდან შესაბამისი ფულადი პრემიითაც და ვფიქრობთ, სამი მილიონი ლარი გამოიყოს უკვე მიღწეული წარმატებისთვის და ყოველი შემდეგი მოგებული თამაშისთვის ევრობასკეტზე ასევე დავაწესებთ სამ მილიონ ლარს. მიღწეული შედეგისთვის სამი მილიონი ლარი და ყოველი მიღწეული წარმატებისთვის სამი მილიონი ლარი. ასეთი პრემია იქნება დაწესებული“, – განაცხადა კობახიძემ.
ევრობასკეტი 2025-ზე საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.
1
0