05/06/2023
17:43
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ხალხის ნება, რომ ქვეყანა მიდიოდეს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
პაპუაშვილის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია მმართველის პარტიის პირობებში კონსტიტუციურადაც განისაზღვრა.
„ქვეყანაში, სადაც არის გამოხატვის თავისუფლება, რიტორიკა შეიძლება, იყოს სხვადასხვა. მთავარია, რომ ერთი მხრივ ხალხის ურყევი ნება, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მეორე – ამ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ნება, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარ პოლიტიკად აქცია ეს ყველაფერი, არამედ კონსტიტუციურ გარანტიადაც კი განსაზღვრა ევროატლანტიკური ინტეგრაცია იმისთვის, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ შეაბრუნოს ეს მიმართულება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0