
"მთავარი ხაზი ახლა თქვენზე გაივლის... ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე - საერთო საქმის", - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ წერილში წერს და 4 ტელეკომპანიას მიმართავს:
"...მეგობრებო, მთავარი ხაზი ახლა თქვენზე გაივლის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფებს, ცალკე საკუთარი თავის გადარჩენა მოგიწევთ და ცალკე - საერთო საქმის. უნდა გამხნევდეთ და უნდა შეძლოთ, რადგან არავითარი სხვა გზა არ არსებობს. ყველა თქვენ გიყურებთ და თქვენი გამბედაობა და გონივრულობა გადამდები იქნება ყველასთვის. სულ უნდა გახსოვდეთ კაფკა:
"ვიღაცამ სულ უნდა იგუშაგოს.
ვიღაც სულ უნდა იყოს იქ".მთავარი არხი, ფორმულა, ტვ პირველი, კავკასია.
აბა თქვენ იცით! აბა ჩვენ ვიცით, ყველამ ერთად!
თქვენი ნიკა 212-ე საკნიდან", - წერს ნიკა გვარამია.
0
0