
ოპოზიციურ სპექტრში შიდა დაპირისპირება გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. რვიანის გაერთიანებიდან თამარ ჩერგოლეიშვილის და მისი პარტიის გარიცხვას ითხოვს.
პარტია "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი განმარტავს, რომ "ფედერალისტებისა" და "ქართული ოცნების" მესიჯბოქსი "ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით, ერთმანეთს ემთხვევა, რაც ანა წითლიძის თქმით, უხერხულია.
მისივე განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მთავარი საკითხი არ არის ოპოზიციაში არსებული უთანხმოება, რადგან პარტია ოთხ ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის ემზადება, რომელსაც ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა უნდა მოჰყვეს.
"ჩემთვის არ არის რელევანტური ეს განცხადებები. ვფიქრობ, უხერხულია ბიძინა ივანიშვილისა და ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ადამიანების მესიჯბოქსი ერთმანეთს ემთხვეოდეს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით. არ ვთვლი, რომ ეს არის დღის წესრიგის მთავარი თემა.
მთავარი თემა, რაზეც ფოკუსი გვაქვს გასწორებული, არის მზადება საპროტესტო აქციებისთვის. ეს არის მზადება ოთხი ოქტომბრის ძალიან დიდი შეკრებისთვის და არა მხოლოდ შეკრებისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის", - განაცხადა ანა წითლიძემ.
0
0