05/11/2021
13:02
პოლიტიკა
მისი თქმით, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა პერსონიფიცირებულია.
„ახლა როგორი რთული სიტუაცია არის და წარმოიდგინეთ, სააკაშვილს რაიმე რომ დაემართოს, საერთოდ არაპროგნოზირებადი პოლიტიკური გარემო იქნება. იმედი მაქვს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში არ ვართ. თუ აღმოჩნდება, რომ „ქართული ოცნება“ იტყუება და სააკაშვილს სასწრაფო დახმარება სჭირდება, პროცესი რთული იქნება. მგონი, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ კონსოლიდაცია რაც ხდება, სულ სხვა მიზეზებით არის განპირობებული და არა შიმშილობით და „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებით. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკა პერსონიფიცირებულია და როცა ნამდვილი ბელადი ჩამოვიდა და ხალხმა უშუალოდ იგრძნო ამ ბელადის სიახლოვე, მის ირგვლივ ის ხალხი უცებ დალაგდა, ვინც ასე თუ ისე მის მიმართ იყო ლოალური“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი კიდევ ერთხელ შეამოწმა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულება აღიჭურვა დუპლერ-სკანირების აპარატით, ამასთან მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ინტენსიური მზადება კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის ინსტალაციის მიზნით. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული პროცესი დასრულდება რამდენიმე დღეში. გარდა ამისა, დაწესებულებაში დასაქმდა 5 ექიმ-რეანიმატოლოგი, რომლებიც მორიგეობას უწყვეტად ახორციელებენ. ამასთან, სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ დაწესებულებას გააჩნია სრულად აღჭურვილი ლაბორატორია და შესაბამისი სამედიცინო პერსონალი.
სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, რომ მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სამწუხაროდ, სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 3 ნოემბრისა და 28 ოქტომბრის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
0
0