
სტრასბურგში საქართველოს შესახებ გამართულ დებატები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. "საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ განთავისუფლების მოწოდება" - ამ სახელწოდებით, დებატი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გაიმართა.
PACE-ის წევრებმა ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს. დებატს დეპუტატების მხოლოდ მცირე ნაწილი ესწრებოდა. სტრასბურგში იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. მანამდე ისინი PACE-ის პრეზიდენტს შეხვდნენ. ევროსაბჭოში დებატები "ქართული ოცნების" გარეშე გაიმართა. სახელისუფლებო პარტიისთვის ასამბლეაში გამართული დებატები, ალტერნატიული აზრის გარეშე მსჯელობაა, ოპოზიციურ სპეტრში კი ამბობენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
"რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა იყო ყველა პოლიტპატიმრის უპირობოდ გათავისუფლება - ეს იყო ამ დებატების მთავარი მიზანი და ამავდროულად, ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყანაში. ეს მოთხოვნები აისახა, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რადგან სწორედ ამაში ხედავს საერთაშორისო თანამეგობრობა ერთადერთ გამოსავალს დღევანდელი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.
0
0
პარლამენტის საგაზაფხულო სესია დაიხურა
27/06/2025