პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვეტოს მოტივაციაში შენიშვნების დაწერასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარზე კომენტარიც კი ზედმეტია.
იონათამიშვილის თქმით, ზურაბიშვილმა პოლიციას მოუწოდა, არ იძალადონ, აქციის მონაწილეებს კი – არა, რაც, მისი შეფასებით, მთავარი მავნებლობაა.
„ერთი მთავარი მავნებლობა არ გამოგვრჩეს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგიდან: პოლიციას მოუწოდა, არ იძალადოთო და აქციის მონაწილეებს – არა. გამოდის, უთხრა, თქვენ იძალადეთო, აქაც გაიშიფრა. შენიშვნებს არ დავწერ ვეტოს მოტივაციაში და კანონი არჩევნების შემდეგ აამოქმედეთო, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026