
“მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი მამნიაშვილი აცხადებს, რომ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ტვინის შერყევა აქვს.
„მეგობრებო, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა მოკითხვისთვის და გვერდში დგომისთვის, ვერ გპასუხობთ ყველას, ვარ მხნედ.
ვრჩები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მაქვს ტვინის შერყევა და დაბეჟილობები.
ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!“,- წერს "ფეისბუქზე" მამნიაშვილი.
ცნობისთვის, 5 აპრილს გიორგი მამნიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვატო შაქარიშვილი და გოგა ხაინდრავა თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მამნიაშვილმა ვატო შაქარაშვილს და გოგა ხაინდრავას მონა უწოდა, რის შემდეგაც მოხდა ინციდენტი.
მოგვიანებით, მომხდარზე კომენტარი გაავრცელა ვატო შაქარაშვილმაც, სადაც თქვა, რომ "შეურაცხყოფაზე რეაქცია" აუცილებლად იქნება და „ჭკუის სასწავლებელი“ უნდა იყოს.
0
0