
მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ახალგაზდრობას იხსენებს.
"ძალიან ბევრი წლის წინ, სანამ პრეზიენტი გახდებოდა და ასკინკილათი ხტუნავდა პარლამენტის კიბეებზე და მის შიზოფრენიას ყველა დასცინოდა, კუს ტბაზე ვნახე, მსუქანი, შორტებში, ‘დარბოდა’ ვიღაც ახალგაზრდა კაცის თანხლებით- თვითონაც ახალგაზრდა იყო.
დარბოდა განა ისე, ჩვენ რომ დავრბივართ - საათის ისრის საწინააღმდეგოდ- არა, ეს ამორბოდა საათის ისრის მიხედვით, ბოლო აღმართზე… მსუქანი, ქოშინა, შორტები მსუქან თეძოს შიდა მხარეს ჩაყოლილი, დონდლო, ბოთე, მთხლე…
მეგობრებთან ერთად ვიყავი და ზიზღით გაიხედეს სხვაგან, რას გავს ეს ჩემისაო..
მე ვუყურებდი, რადგან ადამიანებზე წინათგრძნობა მაქვს და ბევრი მქონდა გაგინილი, მასზე.
რადგან მთელი ცხოვრება დავრბივარ, სირბილის მანერაზე ხასიათს ვცნობ და რამდენად ნამდვილი ‘მორბენალია’.
…
რამდენი ხანია, ციხეშია?
ადამიანს შეიძლება მოგწონდეს ვარჯიში, გიყვარდეს, შეგეძლოს ან არ შეგეძლოს.
მაგრამ
ამ ჯანსაღი აზროვნების ერაში, რასაც ’შეგნებული ცხოვრება’ ჰქვია, როდესაც კაციბრიობის შეგნებული ნაწილი ჯანსაღად იკვებება, ვარჯიშობს, იოგას აკეთებს, მედიტირებს, აღმოსაცლურ ფილოსოფიას ეცნობა, ჩერგოლეიშვილის თქმის არ იყოს- ტიბეტში ცხოვრების აზრის საძებნელად მიდის- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ- გონების ‘გასხივოსნებას’ ცდილობს, საკუთარი ენერგიის სხვა სტადიაზე გადასაყვანად- ეს ფეიკ ამბიციური ავანტიურისტი და მისი ყველაფერ ადამიანურს და სულიერების არ მქონე კასტა, მხოლოდ ნეგატივის გავრცელებას ცდილობს..
იმან - ლეიბები დავყაროთო, ამან კუჭი დაიპატარავა, სიხარბეს ვერ ერევა; მრუშობა და აქეთ იქით გაურკვეველი სექსუალური კონტაქტები რომ დავივიწყოთ- რამდენი სულიერად ავადმყოფი პაციენტი მინახავს; და მაინც, გონების იშვიათი გაღვიძების ჟამს, ცდილობენ, ადამიანები იყვნენ…
კიდევ ერთი მაგალითი, პრაქტიკიდან და დასკვნას გეტყვით:
კოვიდის დროს, ალკოჰოლის, ნარკოტიკის სარეაბილიტაციო ცენტრში / მენტალური დაავადებების ცენტრში ვმუშაობდი.
ერთი ქალი დამამახსოვრდა: სასეირნოდ იშვიათად გავყავართო, მაგრამ რომ გავყავართ, ლავანდა იზრდება ეზოში და ვკრეფ; მერე ვასველებ, ოთახში გამათბობელზე ვდებ და ოთახში იცი, რა სურნელი დგას!
სერიოზულ ტრანკვილიზატორებზე ჰყავდათ, მენტალური პრობლემები დაეწყო, ქმარი გარდაეცვალა და შვილი სახლიდან აგდებდა და მაინც, იხტიბარს არ იტეხდა…" წერს ვცრელ პოსტში იუნა შაფათავა.
0
0