23/10/2023
15:42
მსოფლიო
2023 წლის თებერვალში, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში აღნიშნული იყო, რომ პორტუგალიური მასტიფი - 1992 წლის 11 მაისს დაბადებული ბობი - მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ძაღლად არის აღიარებული.
„ბობის 11478-დღიანი ცხოვრება დედამიწაზე არასოდეს იქნება საკმარისი მათთვის, ვისაც ის უყვარდა,“ - თქვა ვეტექიმმა კარენ ბეკერმა.
ბობი, პატრონთან - ლეონელ კოსტასთან და მის ოჯახთან ერთად, პორტუგალიის ერთ-ერთ სოფელში, კონკეიროსში ცხოვრობდა. ძაღლი გარეუბანში, სამ ლეკვთან ერთად, დაიბადა, თუმცა, როგორც კოსტამ თქვა, ლეკვები უნდა გაეშვათ, რადგან მის ოჯახს ძალიან ბევრი ცხოველი ჰყავდა. თუმცა ბობი უკან გამოიქცა და სოფლის სახლში დაბინავდა. ლეონელ კოსტა, რომელიც ძაღლის დაბადებისას მხოლოდ რვა წლის იყო, ბობის ხანგრძლივ სიცოცხლეს "ქალაქებისგან შორს, მშვიდ საცხოვრებელ გარემოს" მიაწერს.
„ძაღლი ყოველთვის იმას ჭამდა, რასაც ჩვენ ვჭამდით. მას არასოდეს ვაბამდით ჯაჭვით,“ - დასძინა ლეონელ კოსტამ.
მაისში ბობი 31 წლის გახდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯიშისთვის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-დან 14 წლამდეა განსაზღვრული.
ბობის დაბადების თარიღი პორტუგალიის მთავრობის შინაური ცხოველების მონაცემთა ბაზამ და ვეტერინართა ეროვნულმა კავშირმა დაადასტურა.
როგორც ცნობილია, მანამდე სუფთა ჯიშის ავსტრალიურმა კეტლ დოგმა - ბლუიმ - დაამყარა მსოფლიო რეკორდი. ის, 1939 წელს, 29 წლისა და ხუთი თვის ასაკში მოკვდა.
0
0