11/11/2021
11:03
მსოფლიო
ქურთის მინსი ახლა 16 თვისაა.
ჩვილის დედა, მიშელ ბათლერი, სამშობიაროში 2020 წლის 4 ივლისს გადაიყვანეს. მეორე დღეს კი, მან ტყუპები, ქურთისი და სი’ასია გააჩინა. სი’ასია ერთი დღის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენის ერთ პროცენტზე ნაკლები შანსით, ქურთისი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში დატოვეს. სამ თვეში კი, მიმდინარე წლის აპრილში, ის საავადმყოფოდან გაწერეს. თერაპევტებმა ჩვილს დამოუკიდებლად სუნთქვა და ჭამა ასწავლეს.
”მე ამ სფეროში ვმუშაობ თითქმის 20 წელია, მაგრამ ამ მდგომარეობაში, ასეთი ძლიერი ჩვილი არასოდეს მინახავს. ქურთისი განსაკუთრებული მოვლენაა,“ - განუცხადა Guinness World Records-ს ალაბამას უნივერსიტეტის ნეონატოლოგმა, ექიმმა ბრაიან სიმსმა, რომელიც მშობიარობას მეთვალყურეობდა.
ქურთისს, რომელსაც კიდევ სამი უფროსი და-ძმა ჰყავს, ჯერ კიდევ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი და მკვებავი მილი, თუმცა, ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
0
0