26/06/2023
14:44
მსოფლიო
კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოსთან ახლოს მდებარე ქალაქ პეტალუმაში, Sonoma-Marin - ის ბაზრობის ფარგლებში დასრულდა კონკურსი „მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ძაღლი"
კონკურსის გამარჯვებული გახდა არიზონას შტატის ქალაქ ტუსონში მცხოვრები ლინდა ელმკვისტის ჩინური ქოჩორა ჯიშის ძაღლი სახელად სკუტერი.
სკუტერი 7 წლისაა. მას აქვს შეთხელებული და უცნაურად აწეწილი ქოჩორი, ვირთხის კუდი და ენა, რომელიც პირში არ უჩერდება. სკუტერი უკან მოხრილი უკანა ფეხებით დაიბადა, მაგრამ თავის შეუპოვრობის წყალობით ახერხებს მხოლოდ წინა ფეხებით სიარულს.
ტუსონში დაბადებული სკუტერი დაბადებიდან მალევე უნდა დაეძინებინათ, მაგრამ მომვლელმა იგი სახლში წაიყვანა, რათა მიეცა მისთვის შანსი, რომ „მოენახა კარგი ოჯახი, სადაც შედარებით ნორმალურ პირობებში იქნებოდა".
„ძალიან ბედნიერი და წარმოუდგენლად ამაყი ვარ, რომ სკუტერმა გაიმარჯვა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლების კონკურსში" - ამბობს სკუტერის პატრონი ლინდა ელმკვისტი.
0
0