29/04/2024
12:45
ბადაგონი
"ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და გაყიდვები მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაშიც ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება" - ამის შესახებ კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გიორგი სალაყაიამ რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, ჯერ კიდევ 15 წლის წინ, ნული ლარი იხარჯებოდა.
„გეოგრაფია და ღვინის გაყიდვების ზრდა ყოველწლიურად ნამდვილად გვახარებს. ძალიან ბევრი გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან ღვინის ცნობადობის გაზრდის კუთხით. თუ შევადარებთ 15 წლის წინანდელ ბიუჯეტს, როდესაც ნული ლარი იხარჯებოდა, უპრეცედენტო ზრდა და სოლიდური დაფინანსებაა წინა წლებთან შედარებით, რაშიც ჩართულია ღვინის ეროვნული სააგენტო. წელს გამოყოფილია უკვე, 14 მილიონი ლარი ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის. ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს დამოუკიდებლად ქართული ღვინის ბრენდის აწევას. ეს დიდ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული".- განაცხადა რადიო “სივრცის” ეთერში გიორგი სალაყაიამ.
გადაცემა სრულად იხილეთ ბმულზე:
0
0