
მსოფლიოში "ომიკრონის" ორი ახალი ქვეშტამი ვრცელდება. საუბარია BA.4 და BA.5 შტამებზე. ორივე მათგანი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში გაჩნდა და როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, შესაძლოა, მალე გახდნენ დომინანტური შტამები ევროპასა და აშშ-ში.
ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსის ახალ ტალღას პროგნოზირებენ და მათი მტკიცებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებული იქნება "ომიკრონის" ახალ ქვევარიანტებთან, რომლებიც უკვე დომინანტურია სხვადასხვა ქვეყანაში.
ბოლო დროს გამოვლენილ შტამებს შორის BA.4 და BA.5 ყველაზე უფრო სწრაფად ვრცელდება, რაც ჯანდაცვის წარმომადგენელთა შეშფოთებას იწვევს. ორივე ვარიანტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონიტორინგის სიას მარტში დაემატა და ისინი "შემაშფოთებელ ვარიანტთა" შორის შეიყვანეს.
წლის დასაწყისში აღნიშნული ვარიანტები სამხრეთ აფრიკაში დააფიქსირეს, თუმცა მაშინ აქცენტი სხვა შტამებზე კეთდებოდა. ახლა ორივე მათგანი სხვა ვარიანტებთან შედარებით, გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში უკვე გახდა დომინანტური. მაგალითად პორტუგალიაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა BA.5 შტამთანაა დაკავშირებული.
ექსპერტები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ იმაზე, თუ რამდენად მძიმე დარტყმას მიიღებენ ქვეყნები ამ შტამების გავრცელების შედეგად. თუმცა ისინი კოვიდის სხვა ვარიანტებთან შედარებით უფრო სახიფათოდ არ მიიჩნევა.
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026