05/01/2022
10:24
მსოფლიო
ბოლო დღე-ღამეში COVID-19-ის 2 153 722 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღეს უკვე 120 438 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიას ჯამში 5 474 218 ადამიანი ემსხვერპლა. ხოლო 256 118 454 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატები (58,040,720), ინდოეთი (35,018,358) და ბრაზილია (22,323,837). ხუთეულშია ასევე ბრიტანეთი (13,641,520) და საფრანგეთი (10,589,505). მე-6 ადგილზეა რუსეთი (10,570,212).
კორონავირუსი 221 ქვეყანაში და ტერიტორიაზე დაფიქსირდა.
პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.
0
0