15/11/2021
13:09
ეკონომიკა
მისი თქმით, ინფლაციის პრობლემა საქართველოში პირველ რიგში კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.
„თუ შევხედავთ მსოფლიოში ინფლაციის დონეს, ყველგან იზრდება, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს მეტად მტკივნეულია და ამით არის განპირობებული თუნდაც ის ინიციატივა, რაც შეეხება მედიკამენტებზე ფასების დარეგულირებას, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. რაც შეეხება სიღარიბის დონეს, ეს არის ელემენტარული სტატისტიკა 2005, 2006 და 2007 წლებში, როდესაც ეკონომიკა მაშინაც საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა და 2007-ში ორნიშნა ზრდაც იყო, სიღარიბე ლამის 39-49%-ს აღწევდა. 2018, 2019 და 2020 წლებში, მიუხედავად პანდემიისა, სიღარიბის დონე იყო 19-20-21%. ხედავთ, რამხელა სხვაობაა ამ მიმართულებით, რადგან ზრდა გახდა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ მეტად ინკლუზიური, რათა ზრდის სიკეთე უნდა მოხმარდეს მთლიანად მოსახლეობას. მიზანია, რომ გაზრდილი ეკონომიკიდან მეტი გადასახადი შემოვიდეს და ბიუჯეტიდან მეტი სოციალური თუ ბიზნესპროექტი დაფინანსდეს. ეს არის ამის მექანიკა. ის, რომ პრობლემები არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ასეა. ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ და მათ აღმოფხვრაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
0
0