
„მთელ დასავლეთს და მთელ მსოფლიოს 2014 წელს ყირიმში შეჭრის წინააღმდეგ ხმა რომ ამოეღო, დღევანდელი სურათის წინაშე დავდგებოდით? მაგრამ ისინი, ვინც ყირიმის ოკუპაციისას დუმდნენ, უკვე რაღაცას ამბობენ.
მოქმედებს თუ არა სამართლიანობა ამ სამყაროს ერთ ნაწილში და უვარგისია მეორეში? როგორი სამყაროა ეს? სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ არ გამოავლინა საჭირო მგრძნობელობა და არ გასწია საჭირო მხარდაჭერა ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ არსებული რუსული აგრესიის აცილება შეიძლებოდა, იმ შემთხვევაში, თუ მანამდე მსოფლიო დიპლომატიურ ინსტრუმენტებს უფრო ეფექტურად გამოიყენებდა.
„უკრაინა მარტო დარჩა თავის სამართლიან ბრძოლაში. დღეს ჩვენ ვდგავართ პრობლემების დამანგრეველი და მტკივნეული შედეგების წინაშე, რომლებიც შეიძლება გადაწყდეს დიპლომატიური გზით, თუ დროულად გამოვლინდება ძლიერი ნება.
როდესაც ვხედავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ტოვებს სახლებს, ვხედავთ შიშითა და შფოთვით სავსე ბავშვებს, ნანგრევებში ჩავარდნილ ქალაქებს, როდესაც ვხედავთ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს, ჩვენი მწუხარება იზრდება“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ გაამწვავა ისედაც მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ლტოლვილებს უკავშირდებოდა.
„ხმელთაშუა ზღვის ლურჯი წყლები თითქმის 25 000 მოგზაურის საფლავი გახდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლტოლვილთა რიცხვი გაორმაგდა და 85 მილიონს მიაღწია. ბოლო 15 დღის განმავლობაში 2 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი გახდა“, - განაცხადა ერდოღანმა.
0
0