23/12/2022
00:34
მსოფლიო
მსოფლიოს 60 ცნობილ ლოკაციაზე წლის ყველაზე გრძელ ღამეს უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შუქი გამორთეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.
“როდესაც შუქი ქრება - ეს ყოველთვის აღიქმება, როგორც რაღაც უჩვეულო. მაგრამ როდესაც მის გარეშე ოთხ, ათ, ოც საათს ან დღეებს ატარებ და სიბნელეს ეჩვევი - ეს ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება მოხდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, “ეს ნიშნავს, რომ შუქი ერთადერთი რამ არ არის, რისი წართმევაც სურთ, ეს ცხოვრების ყოველი ნაწილის ხელყოფაა”.
“2022 წლის ყველაზე გრძელ ღამეს მსოფლიოს 60-ზე მეტმა ყველაზე ცნობილმა ლოკაციამ შუქი გამორთო ჩვენს სახელმწიფოსთან სოლიდარობის ნიშნად და თავის სტუმრებს უკრაინული საავადმყოფოებისთვის გენერატორებზე ფულის შეგროვებისკენ მოუწოდა”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს აქციას როგორ უერთდებიან ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, რომი, პრაღა, ბრიუსელი, სტრასბურგი, პორტუ, ვილნიუსი, ვატიკანი, ბუდაპეშტი, სოფია, ვარშავა, ედინბურგი, ცეტინე, სიდნეი, ონტარიო.
0
0