-share.jpg)
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, პარტია "ხალხის მსახურები"-ს დეპუტატის სვიატოსლავ იურაშის განცხადებით, „რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინა და უარი თქვას ყველა იმ მიწაზე, რომელიც მის მიერ ოკუპირებულია ან ცდილობს ხელში ჩაიგდოს.“
„თუ გადახედავთ მთელ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ საზარელი დანაშაულობების რეალობას, მას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მსოფლიოს წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა ჩვენი ქვეყნის განადგურების გამო.
რუსებს სურთ, რომ უკრაინა იყოს რუსეთის სახელმწიფოს ნაწილი, რასაც უკრაინელი ამომრჩევლები არასოდეს თანხმდებოდნენ. [რუსეთი] ცდილობს ჩვენი სახელმწიფოებრიობის დანგრევას. რეალობა ისაა, რომ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ არასოდეს შეცვლილა. ისტორიულად, მათ ეს სცადეს, მაგრამ ეს ჩვენი თაობის ბრძოლაა. ჩვენ მივიღეთ დახმარება ყველა საერთაშორისო საზოგადოებისგან, მათ შორის აშშ-სგან; მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბრიტანელ ხალხს დახმარებისთვის და თავიანთ სახლებში უკრაინელების მიღებისთვის. ჩვენ ასევე მივიღეთ დახმარება ახალი ზელანდიიდან. სანქციების დაწესება სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ კიდევ ბევრი ადგილია, საიდანაც რუსები უნდა გავიდნენ და გაიგონ, რას ფიქრობს მსოფლიო რუსეთზე.
ჩვენ ასევე მივიღეთ სამხედრო დახმარება. მსოფლიოში სიდიდით მეორე არმიის წინააღმდეგ ვიბრძვით. უკრაინას ბევრად მეტი იარაღი სჭირდება. მსოფლიოს ბევრად უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. დასავლეთს გასაოცარი ძალა აქვს - ჩვენ ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო ამ ომის შეჩერება.
ასევე სოციალურ მედიას ჰქონდა შესაძლებლობა ეჩვენებინა ადგილზე არსებული რეალობის ზოგიერთი შემზარავი ფაქტი და ჩვენ, როგორც დეპუტატებმა კი, სოციალური მედია მესიჯის გასაძლიერებლად და იმის საჩვენებლად გამოვიყენეთ, თუ რა ხდებოდა საომარ ზონაში.
უამრავი სიცოცხლე იკარგება; ნათესაობა, ოჯახები ნადგურდებიან მომავალი თაობებისთვის. უკრაინაში ახალგაზრდებს არჩევანის გაკეთება უწევთ, ჩაერთონ უშუალოდ ბრძოლაში ან გააკეთონ რაიმე ბრძოლისთვის.
Al Jazeera-ს მიერ დასმულ შეკითხვაზე: „შეიძლება თუ არა კონფლიქტი დიპლომატიური გზით დასრულდეს?“ - ახალგაზრდა დეპუტატმა უპასუხა:
„ამ დროისთვის, მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ნათელია, რას აკეთებს რუსეთი ტერიტორიებზე, რომლებსაც აკონტროლებს და ოკუპირებულია. ჩვენ გვაქვს აქ, კიევის რეგიონში, ბუჩაში მომხდარი ხოცვა-ჟლეტის მაგალითი და ეს მთელმა მსოფლიომ დაინახა. მათ ვეღარ უნდა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, რადგან ჩვენ აღარ გვინდა მასობრივი საფლავების აღმოჩენა. უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთთან მოლაპარაკებები, ცხადია, შეიძლება მოხერხდეს, მაგრამ ეს უნდა ეხებოდეს სამ საკითხს: რამდენად მალე დატოვებს რუსეთი უკრაინის ტერიტორიას; რამდენს გადაიხდის, აანაზღაურებს იმ ყველაფრისთვის, რაც გაანადგურა და რა ვადებში. კომპენსაცია ერთდღიანი საქმე არ არის. მას დრო სჭირდება.“
0
0