23/08/2023
15:49
მსოფლიო
23 აგვისტოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა BRICS-ს (მსხვილი ეკონომიკური ჯგუფი, რომელსაც წარმოადგენს ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) სიტყვით მიმართა.
„ჩვენ იმ დროს გავერთიანდით, როდესაც სამყარო ტურბულენციისა და ტრანსფორმაციის ახალ პერიოდში შევიდა", - განაცხადა სი ძინპინმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დიდი ნაწილი გლობალურ მშვიდობასა და განვითარებაზე იყო ორიენტირებული. სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ BRICS-მა „მსოფლიო მეტი სტაბილურობითა და დადებითი ენერგიით უნდა უზრუნველყოს“.
პრეზიდენტმა ძინპინმა ჩინეთის სამეცნიერო და ინოვაციების პარკის შექმნის შესახებაც ისაუბრა; ის ასევე გეგმავს ერთობლივ მუშაობას სატელიტური ქსელისა და ხელოვნური ინტელექტის ინოვაციის მიმართულებით.
სი ძინპინმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემებიც განიხილა. მისი თქმით, "ცივი ომის მენტალიტეტი ჯერ კიდევ არ ასვენებს მსოფლიოს“. პრეზიდენტმა BRICS-ის წევრებს მსოფლიოს "მშვიდობიანად განვითარებისკენ" მოუწოდა.
სი ძინპინმა სიტყვით გამოსვლა ძველი ჩინური გამონათქვამით დაასრულა: „სამართლიანობისთვის დასახული გეგმები ყოველთვის იმარჯვებს და ხალხის სასარგებლოდ მოქმედებს“.
0
0