
მსოფლიო გადანაწილების პროცესში საქართველოს ამოცანა იყო, რომ ქვეყანას მშვიდობა შეენარჩუნებინა, სტაბილურობა და განვითარება შეენარჩუნებინა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ამის მოსურნე ბევრი არ არის. კაია კალასის განცხადება რასაც ემსახურება. გახსოვთ, რა ინსტრუქცია არსებობდა „მაკკეინის ინსტიტუტისგან“, რომ ქვეყანაში აუცილებელია ეკონომოკური კოლაფსისა და კრიზისის შექმნა, რასაც მათი თანამშრომელი სალომე ზურაბიშვილი 25 თებერვალს გვპირდება. ეს ის ტრენდია, რაც მათ საქართველოს წინააღმდეგ ამოძრავებთ. როცა რომელიმე მომიტინგე კანონს დაარღვევს და პოლიცია აღკვეთავს, იტყვიან, რომ ეს უხეში დარღვევაა თავისუფლებისა და დემოკრატიის. ეს არის ორმაგი სტანდარტი, თეთრი ძაფით ნაკერია, რომელიც კაცობრიობას მძიმე სურათის წინაშე აყენებს. საქართველოს ადგილი იყო, არის და იქნება სიმართლის მხარეს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0