
მეცნიერების განცხადებით, არქტიკა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 3.5-ჯერ უფრო სწრაფად თბება, რაც დიდი ბრიტანეთს ახალ საფრთხეებს უქმნის. მათივე შეფასებით, არქტიკული ყინულის დნობა საზღვაო და სამხედრო გემებისთვის მეტ მარშრუტს ხსნის და, პრაქტიკულად ხელუხლებელ ეკოსისტემაში, გაზის, ნავთობისა და ბუნებრივი მინერალების ახალი მარაგების მოპოვების პოტენციალს ქმნის.
,,კონტინენტი დიდი ხანია უფრო სწრაფად თბება, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი. როდესაც ზღვის ყინული ქრება, მისი თეთრი ზედაპირი, რომელიც მზის სინათლეს ირეკლავს, მუქი ოკეანის ქვეშ გადადის, სადაც სითბო იკარგება. არქტიკა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიოს დანარჩენ ნაწილთან შედარებით 3.5-ჯერ უფრო სწრაფად [ბოლოდროინდელ საშუალო მაჩვენებელზე, მინიმუმ, 2.4 გრადუსით] გათბება. არქტიკული დნობა, სავარაუდოდ, ბრიტანეთის სანაპირო ზოლის გარშემო ზღვის დონის აწევას და წყალდიდობას გამოიწვევს.
მსოფლიო დათბობის ახალ შოკისმომგვრელ ზღვარზეა,’’ - განაცხადა გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ.
0
0