მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს გურამ თუშიშვილი და სოფიო სომხიშვილი გამოვლენ
A-
+A

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ინდივიდუალური ასპარეზობების დასკვნით დღეს კაცები +100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები +78 კგ-ში გამოვლენ.
ქართველი მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი პირველ წრეში დაისვენებს, მეორე ეტაპზე კი სლოვაკ მარიუს ფიზელს შეხვდება.
ქალების ტურნირზე სოფიო სომხიშვილის (+78კგ) პირველი მეტოქე კოლუმბიელი ბრიჯიტ კარაბალი იქნება.
წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო ლუკა მაისურაძე (90 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
0
0
26
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%