14/12/2024
11:30
სპორტი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრაზე, სადაც „ჯვაროსნების“ მეტოქეები E ჯგუფში იქნებიან: თურქეთი, ბულგარეთი და ერთა ლიგის პლეი ოფში ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული.
„რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ.
თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად.
რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია, ერთმანეთს ქულები წაართვას. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ სახლში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი“, – ამბობს ვილი სანიოლი.
0
0