20/11/2022
22:13
სპორტი
ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შეხვედრა უკვე დასრულდა. მასპინძელი გუნდი ეკვადორთან 0:2 დამარცხდა. სწორედ სამხრეთამერიკელების დამსახურებაა, რომ გახსნითი მატჩი მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გამოვიდა.
მატჩის დაწყებამდე გაიმართა გახსნის ცერემონია.
მასში მონაწილეობდნენ მსახიობი მორგან ფრიმანი, BTS-ის წევრი ჯონგუქი, ყატარელი მომღერალი ფაჰად ალ-ქუბაისი. სტადიონი „ელ ბაიტი" 60 ათას მაყურებელზეა გათვლილი.
მსოფლიო ჩემპიონატი 1 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 5 ქალაქში, 8 სტადიონზე ჩატარდება, ფინალი კი - 18 დეკემბერს, სტადიონზე „ლუსაილ აიკონიკ“.
მუნდიალში 32 ქვეყანა მონაწილეობს. ეს ჩემპიონატი ახლო აღმოსავლეთში პირველად ტარდება.
ზაფხულში ყატარში ჰაერის ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს, ამიტომ ტურნირი ტრადიციული დროის - ზაფხულის ნაცვლად, წელს შემოდგომა-ზამთარში ტარდება.
0
0