
27 დეკემბერი მსოფლიოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის დღეა. ეს დღე 2020 წლის ნოემბერში გაერომ გამოაცხადა.
„COVID 19-ის პანდემია ბოლო არ იქნება, რომელსაც კაცობრიობა შეხვდა. ჩვენ ამ კრიზისს ვებრძვით და შემდეგი ეპიდემიებისთვის მზად უნდა ვიყოთ. დღეს ეპიდემიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება და ამ საკითხს მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ და ამისთვის აუცილებელი ინვესტიციები გამოვყოთ“, - დაწერა გუტიერეშმა ტვიტერში.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2021 წლის 26 დეკემბრის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის 279 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა, 5,3 მლნ ადამიანი გარდაიცვალა. ყველაზე რთული სიტუაციაა აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთში.
ამავე ინფორმაციით მიხედვით, მსოფლიოში ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 8.9 მლრდ დოზაა გამოყენებული.
0
0