26/01/2023
22:19
სპორტი
ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ფინეთში, ესპუში იმართება, ქალთა შორის მოკლე პროგრამის შეჯიბრებები დასრულდა.
საუკეთესო შედეგი საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ აჩვენა.
მეორე ბელგიელი ლუნა ჰენდრიქსი იყო, რომელმაც კომბინაციაში შეცდომა დაუშვა. მესამე ადგილი შვეიცარიის წარმომადგენელმა კიმი რეპონდმა დაიკავა.
გუბანოვა ევროპის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქალთა შორის თავისუფალი პროგრამაც კარგად წარმოადგინოს. ეს შეჯიბრება 28 იანვარს თბილისის დროით 15 საათიდან დაიწყება.
27 იანვარს ფინეთის ყინულზე გამოვლენ მოცეკვავე წყვილები – გიორგი რევია და მარია კაზაკოვა. ამავე დღეს კაცთა შეჯიბრებაში თავსუფალ პროგრამას წარმოადგენენ მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე.
უფრო კონკრეტულად დღევანდელი მონაცემები ასე გამოიყურება:
ანასტასია გუბანოვა (საქართველო) - 69.81.
ლუნა ჰენდრიქსი (ბელგია) - 67,85.
კიმი რეპონდი (შვეიცარია) - 63.83.
ოლგა მიკუტინა (ავსტრია) - 62,78.
ეკატერინა კურაკოვა (პოლონეთი) - 61,81.
ნინა პინზარონი (ბელგია) - 61.35.
ნიინა პეტრიკინა (ესტონეთი) - 61.05.
იანა იურკინენი (ფინეთი) - 60.77.
0
0