
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიშა მშვილდაძის შესახებ კიდევ ერთხელ წერს და საგრიმიოროში მომხდარ ინციდენტს იხსენებს:
“გულისამრევი კიდევ ისაა, რომ მშვილდაძეს ჩემთან პირად საუბარში დადასტურებული აქვს, რომ მართალი ვარ კეზერაშვილზე 🙂
როდესაც კეზერაშვილს “ბოკერიას გაწევის” და ევროპული საქართველოს hostile takeover-ის სპეცოპერაცია ჩაუვარდა, მაშინ ვისაუბრეთ.
ჯერ კეზერაშვილისთვის საჯაროდ ცეცხლი არ მქონდა გახსნილი და ფორმულაზე ვიყავი.
ხმამაღლა ვისაუბრეთ საგრიმიოროში – ვცდილობდი გამეგო, რატომ აღარ ნიშნავს ფასეულობები მისთვის აღარაფერს.
თავს იმართლებდა.
მეო, წინააღმდეგი ვიყავიო.
ანუ სანამ კეზერაშვილს საჯაროდ ცეცხლს გავუხსნიდი, მშვილდაძე მეთანხმებოდა რომ ჩრდილიდან იხლართება პოლიტიკოსების გაწევ-გამოწევის ოპერაციები და ეს არასწორია.
აი როდესაც კეზერაშვილის არასწორზე საჯარო საუბარი დავიწყე – დაბლოკვის ბრძანება მიიღეს და ფორმულამ დამბლოკა იმ ამბების თხრობის გამო, რაზეც თავად მშვილდაძე მეთანხმებოდა.
ეს არის სიმართლე. ეს მოხდა ფორმულას საგრიმიოროში, ვყვიროდით – და შეიძლება სხვებმაც გაიგეს.
სამარცხვინო მატყუარა და ცილისმწამებელია (წავიკითხე, რომ
თავის მართლების მიზნით ცილს მწამებს და სამარცხვინო მოტივებს მაბრალებს), ლუზერთან ერთად 🙂
p.s. საჯარო თავდასხმამდე, მე ის პირადად გავაფრთხილე, რომ ამას ვიზამდი და ვესაუბრე იმ მიზეზებზეც, რატომაც ამას ვიზამდი (დამეთანხმა თავის მართლებით, რომ არასწორი იყო კეზერას მოქმედება). ამ ბინძური სისტემის ჩამონგრევასაც დავპირდი.
ანუ მან ზუსტად იცის, რატომ ვერჩი და განზრახ ცილს მწამებს.” - წერს ჩერგოლეიშვილი,
0
0
გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა
04/03/2025
მასკი ზელენსკის გადადგომისკენ მოუწოდებს
04/03/2025