10/10/2024
00:28
პოლიტიკა
მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა, – მის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უკრაინის მაგალითი პირდაპირ აჩვენებს, რომ მშვიდობის გარეშე გამორიცხულია ქვეყნის განვითარება.
„მშვიდობის გარეშე არ არსებობს განვითარება, გამორიცხულია განვითარება. უკრაინის მაგალითი ამას პირდაპირ აჩვენებს, განადგურებულია ეკონომიკა, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება და სოციალური მდგომარეობაა. ელემენტარულად, კომუნალურ მომსახურებაზე არ აქვს წვდომა მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რასაც ჰქვია წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ელემენტარულ პირობებზეა საუბარი. მშვიდობა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ განვითარდეს ქვეყანა, განვითარდეს ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები, რაც ციფრებში წარმოვადგინეთ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დროს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
0
0