25/12/2024
11:21
საზოგადოება
„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
გილოცავთ, "გულანთებულო" შიგ-ევროპელო მშობლებო! თქვენმა 14 წლის "გულანთებულმა" შვილმა, "ახალგაზრდული ფაშისტური დაჯგუფების" წევრმა, ფაშიზმისა და ფაშისტების გმობის ნიადაგზე, უმძიმესი მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 16 წლის ბავშვს, გუშინ თბილისში ზესტაფონის ქუჩაზე. ქუჩაში უკვე არა "თეორიული", არამედ პრაქტიკოსი ლიბერალ-ფაშისტები დადიან. ამჟამად უკვე მკვლელი-ფაშისტები. "მშვიდობიანი" საპროტესტო აქცია თავის ყველაზე დაუნდობელ და სისხლიან ფაზაში შევიდა. და ესენი მოსახლეობას არარსებული "ნეო-მხედრიონით" აშინებენ? და საკუთარ გამოზრდილ ქილერ-ფაშისტებს არ იმჩნევენ? არ მეგონა, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ - ნულოვანი ტოლერანტობა ლიბერალური ფაშიზმის დაჯგუფებების უკლებლივ ყველა "პარტიული" ლიდერის მიმართ! ყველანი ციხეში!!! ხუმრობისა და "ტოლერანტობის" თამაშები დასრულდა - წესიერი, ნორმალური მოზარდი დღეს სიკვდილს ებრძვის საკუთარი შეხედულებების გამო!!! - წერს ქართველიშვილი
0
0