მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ასე მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ - მდინარაძე ოკუპირებულ ცხინვალზე
01/04/2022
15:01
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასე მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ, განვითარებითა და მშვიდობით. ესაა ერთადერთი წყარო და საფუძველი, რითაც ჩვენ ჩვენი ძმები და დები და ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ე.წ. რეფერენდუმზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა და „ვიღაცების სურვილის მიუხედავად, ადრე თუ გვიან, მშვიდობითა განვითარებით დაბრუნდება“.
„საქართველო განვითარდება და აწარმოებს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას და საბოლოო ჯამში, ეს იქნება დეოკუპაციის წყარო და საფუძველი. ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები. ამდენად, მიზანმიმართულად ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რაც მეორე მხრიდან ჰიბრიდული ომი უპირისპირდება. დღეს საქართველოში ჰიბრიდული, ცივი ომი მიმდინარეობს. თუ უკრაინაში რუსეთის მიერ ღია აგრესია და ომი მიმდინარეობს და სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცება, საქართველოში ამის პარალელურად ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0
328
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%