19/04/2023
15:40
პოლიტიკა
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება, განვაგრძობთ პრაგმატულ პოლიტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
„რაც შეეხება ოკუპირებულ რეგიონებს, ადამიანის უფლებების დარღვევასთან ერთად პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. გვაქვს საერთაშორისო ფორმატები, სადაც ვწყვეტთ მიმდინარე რთულ საკითხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ორივე რეგიონში არსებული რეალური ვითარება, მათ შორის ტვირთების, ვაჭრობის, ადამიანის უფლებების საკითხებში არსებული ვითარება რჩება რეალური მონიტორინგის მიღმა როგორც ჩვენი, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ყველა საერთაშორისო ფორმატში და ჩვენი პრინციპული პოზიცია არაერთხელ გვაქვს დაფიქსირებული. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება, განვაგრძობთ პრაგმატულ პოლიტიკას და დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ“, - აცხადებს თალაკვაძე.
0
0