27/05/2023
13:52
პოლიტიკა
როგორც ბიბლიაში არის დაწერილი – უნდა ვიცოდეთ ქვების შეგროვების და ქვების განბნევის დრო, დრო სწორად უნდა შევარჩიოთ. ამიტომ, აუცილებელია სტრატეგიული მოთმინება, ჩვენ მშვიდობიანად უნდა მოვახერხოთ ქვეყნის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობას აქვს მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა.
„რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას და ჩვენს პოლიტიკას; თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წელია, ჩვენ არავითარი პოლიტიკური წინსვლა არ გვაქვს. ჩვენ თავიდანვე გავმიჯნეთ. ვთქვით, რომ ჩვენ ვაჭრობას ეკონომიკას აღვადგენთ და განვსაზღვრეთ სტრატეგიული მოთმინებისა და მშვიდობიანი პოლიტიკის, მშვიდობიანი პოლიტიკა. მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პოლიტიკა. მოთმინება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით მოთმინება,“ – განაცხადა პრემიერმა.
0
0