18/10/2022
15:46
მსოფლიო
„რუსეთის ავიაციის სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე ვლადიმერ პუტინის "ლაჩრული" ქმედებებია,“ - განაცხადა დღეს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.
”პუტინმა ვერ შეძლო ტანკებით უკრაინის ქალაქების დაპყრობა და ახლა ის ლაჩრულად აგრძელებს თავდასხმებს უპილოტო თვითმფრინავებით. ეს არის ბრძოლის ველზე დამარცხებული ადამიანის სასოწარკვეთილი მოქმედება. ჩვენ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტები გავუგზავნეთ. პუტინი უკრაინელებს სულიერად ვერ გატეხავს და ვერც ჩვენ შეგვაცვლევინებს გადაწყვეტილებას, გვერდში დავუდგეთ მათ,“ - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
იმავდროულად, ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში არსებული სიტუაციისა და სხვა საერთო მწვავე საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ემზადებოდა.
0
0