07/03/2023
23:40
პოლიტიკა
"მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი აცხადებს.
„ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათის მოვლენებს. ვხედავთ ცნობებს, რომლებიც თბილისიდან მოდის, რომლის თანახმადაც, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს ე.წ. "უცხოური აგენტების" წინააღმდეგ პროტესტის ჩასახშობად. ჩვენი გზავნილი საქართველოს ხალხის, მთავრობის, მთელი მსოფლიოს მოსახლოებისა და მთავრობებისადმი არის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს თავის უნივერსალურ უფლებებს. მსოფლიოს მოსახლეობის უნივერსალური უფლებაა შეკრება, რომ მათი ხმები გაიგონ, თავისუფლად საუბარი, მათი მთავრობებისთვის ანგარიშვალდებულების დაკისრება. გავაგრძელებთ საქართველოში ადგილზე სიტუაციის მონიტორინგს, თუმცა ჩვენი გზავნილია, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა მიეცეთ უფლება, გამოხატონ თავიანთი უფლებები თავისუფლად. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უფლება, ეს არის მსოფლიოში ყველა ქვეყნის მოსახლეობის უფლება“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
0
0